ჩვენ შესახებ
Sky Beton - სქაი ბეტონი
Sky Beton - ბეტონის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უკვე 7 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი მთავარი მიზანია დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტები ხარისხის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის მიმართულებით.
კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონს, რომლის თითოეული ეტაპი გადის ლაბორატორიულ კონტროლს. წარმოების პროცესი სრულად არის მორგებული თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე.
Sky Beton-ს გააჩნია ახალი თაობის ტექნიკური პარკი: მიქსერები, ტუმბო მიქსერები, ტუმბო ტექნიკა, თვითმცლელი მანქანები რაც გვაძლევს საშუალებას უზრუნველვყოთ მიწოდების მაღალი სიზუსტე, დროულობა და გადატვირთულ რეჟიმშიც შეუფერხებელი მუშაობა.
კომპანიას გააჩნია ინერტული მასალების საკუთარი საწარმო ქარელსა და მარნეულში, რაც უზრუნველყოფს წარმოების უწყვეტობასა და პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.
თბილისში, ბათუმსა და რუსთავში განთავსებული ქარხნები წარმოების მოქნილობასა და სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს როგორც დედაქალაქისთვის, ისე მეზობელი რეგიონებისთვის.
Sky Beton არის მზარდი კომპანია, რომელსაც გააჩნია გათვლილი სამომავლო სტრატეგია — ახალი საწარმოო ხაზების დამატება, ტექნოლოგიური განახლება და გეოგრაფიული გაფართოება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღევანდელი ეფექტურობა, არამედ ხვალინდელი შესაძლებლობების განვითარებაც.